უნივერსიტეტებსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმები გაფორმდა

19/08/2017

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს, კავკასიის უნივერსიტეტს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.
უმაღლესი სასწავლებლების აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სტანდარტები შესაბამისობაში მოვიდა ევროპულ სტანდარტებთან. ამიერიდან ამ მიმართულებით ქართული უნივერსიტეტების მიერ შესრულებული სამუშაოები ევროპელ კოლეგებთან ერთად შეფასდება და დაიდება რეკომენდაციები. ამ ეტაპზე რეკომენდაციები არსებობს სამართლის და მედიცინის მიმართულებებისთვის. უმაღლეს სასწავლებლებს საშუალება ექნებათ უფრო სერიოზულად მოემზადონ აკრედიტაცია-ავტორიზაციის ახალი სეზონისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0