უნივერსიტეტში საარჩევნო პროცესის გამჭირვალობისთვის სრული მზადყოფნაა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

გიორგი კვირიკაშვილს შემიძლია ვუთხრა, რომ უნივერსიტეტში საარჩევნო პროცესის გამჭირვალობისთვის სრული მზადყოფნაა, – ასე გამოეხმაურა ლადო პაპავა პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას. რაც შეეხება გიორგი გაფრინდაშვილის მიერ კანდიდატურის მოხსნას, ვლადიმერ პაპავამ აღნიშნა, რომ ეს მისი კომპეტენციის ფარგლებს სცდება და, მისივე თქმით, გამოსავალი არსებული სიტუაციიდან არის მოქმედი კანონი.

“გიორგი კვირიკაშვილს შემიძლია ვუთხრა, საარჩევნო პროცესი სრულიად გამჭვირვალეა და ამ კუთხით მზადყოფნაა. კანდიდატურის მოხსნას რაც შეეხება, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის, თუმცა რამდენჯერმე მქონდა საუბარი ამ თემაზე გაფრინდაშვილთან. ამ ბოლო დროს არც სენატის წარმომადგენელს და არც გაფრინდაშვილს აღარ დავკონტაქებივარ. სენატის გადასაწყვეტია გამართავს თუ არა სხდომას, გამოსავალი არის მხოლოდ მოქმედი კანონი. ამ ეტაპზე წესდებიდან გამომდინარე პროცედურები უნდა დასრულდეს. თუ მოხსნის კანდიდატურას გაფრინდაშვილი, აკადემიურმა საბჭომ ხელახლა უნდა გამოაცხადოს კონკურსი, თუ არ მოხსნის კანდიდატურას სენატმა უნდა მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება”, – განაცხადა პაპავამ.

Visited 140 times, 1 visit(s) today