ურეკისა და ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულები სტიქიამ დააზარალა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შავიზღვისპირა ზოლში 2017 წლის 23 აგვისტოს მომხდარი ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, ურეკისა და ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულებში წაქცეულია ხეები, კერძო და მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს გადახდილი აქვთ სახურავები, დაზიანებულია ელექტრო გადამცემი ხაზები, გარე განათების კონსტრუქციები, ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული ავტომობილები. გუშინვე დაიწყო სალიკვიდაციო ღონისძიებები, გაწმენდილია ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, აღდდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება.
მუნიციპალიტეტში შექმნილია სპეციალური სამუშაო ჯგუფი, მიმდინარეობს ზარალის ოდენობის დათვლა.

Visited 195 times, 1 visit(s) today