უღვირის უღელტეხილზე სარეაბილიტაცია სამუშაოები მიმდინარეობს

26/07/2017

უღვირის უღელტეხილზე მესტია–უშგულის გზის 10 კმ–იანი მონაკვეთის სარეაბილიტაცია სამუშაოები დღეს მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მაიზერ ჯაფარიძემ, საკრებულოს თავჯდომარის მოადგილემ ზაურ ჩართოლანმა და საკრებულოს დეპუტატმა ვახტანგ ნაკანმა დაათვალიერეს.
შეგახსენებთ რომ ზემო სვანეთის რეგიონში, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება.
ხელშეკრულების მიხედვით რეაბილიტაციის თანხა შეადგენს 9 150 000 (ცხრა მილიონ ასორმოცდაათი ათასი) ლარს. სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს ელექტრონულ ტენდერში (NAT160003044) გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს „მამისონი“. პროექტს ახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0