უცხოელი სპეციალისტები გურიაში ფაროსანას ღონისძიებებს გაეცნენ

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ავსტრალიელი და ახალი ზელანდიელი სპეციალისტები, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ქართული გამოცდილების გაზიარების მიზნით, რეგიონებში არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს მართავენ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, უცხოელი სპეციალისტები, გურიის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებს ქეთევან მოისწრაფეშვილს, გია ებრალიძეს და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
უცხოელ სპეციალისტებს, ქეთევან მოისწრაფეშვილმა მიაწოდა ინფორმაცია, რეგიონში მავნებლის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების, შედეგების და სამოქმედო გეგმის შესახებ. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გურიაში სახელმწიფოს, ადგილობრივი თვითმმართველობების და მოსახლეობის აქტიური მონაწილეობით, მასშტაბური ღონისძიებები გატარდა. შეხვედრას, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია, მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსი ნიკა მესხი და მონიტორინგის ჯგუფის წევრები დაესწრნენ. სპეციალისტების განმარტებით, მათთვის მნიშვნელოვანია არსებული გამოცდილების და კოორდინირებული მუშაობის გაცნობა, რაც მათ ეფექტიანი ღონისძიებების გატარებაში დაეხმარება.

Visited 95 times, 1 visit(s) today