უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით პარლამენტში სიღრმისეულ განხილვა გაიმართება

ირაკლი კობახიძის განცხადებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით პარლამენტში სიღრმისეულ განხილვა გაიმართება.
„ჯერჯერობით მხოლოდ წინასწარი კონსულტაციების ეტაპზეა ეს საკითხი. შესაბამისად, ჩვენ უნდა შევუდგეთ საკითხის სიღრმისეულ განხილვას და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, აქაც იქნება დაბალანსებული გადაწყვეტილება მიღებული და ავწონ-დავწონით ყველა გარემოებას, რომელიც დაკავშირებული ამ გადაწყვეტილებასთან“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონში ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს.

Visited 202 times, 1 visit(s) today