უწერა–შოვის საავტომობილო გზის 15.2 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

03/08/2017

უწერა–შოვის საავტომობილო გზის 15.2 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია: გზის სავალი ნაწილის და 8 ხიდის რეაბილიტაცია. ასევე, განხორციელდება წყალგამტარი მილების, მიერთებების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებების მოწყობის სამუშაოები. მოეწყობა მოსახლეობის ეზოში შესასვლელები. ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და მოინიშნება გზის სავალი ნაწილი.
ამ დროისათვის ადგილზე მილების, ბეტონის კიუვეტებისა და ასფატ-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მესამე პროექტის (SLRP III) ფარგლებში ხორციელდება და მისი ღირებულება 8 272 300 ლარია. სამუშაოებზე 25 ადამიანი დასაქმებული. სამუშაოები 2016 წლის მაისში დაიწყო და 2017 წლის ოქტომბერში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0