უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარეების შენაკადებმა მდინარე ენგურზე წყლის მატება გამოიწვია

26/03/2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში კალაპოტის გაფართოების სამუშაოები გრძელდება. უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარეების შენაკადებმა მდინარე ენგურზე წყლის მატება გამოიწვია, რის გამოც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში, 15-მდე ოჯახს საკარმიდამო ნაკვეთი და ეზოები დაეტბორა. ანაკლიის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებულ ვითარებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია გაეცნენ. სამუშაოებს ა(ა)იპ „კეთილმწოყობის მართვის ცენტრი“ ახორციელებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0