ფერსა-მუგარეთის საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება.
ამ ეტაპზე, გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია. მიმდინარეობს მისაყრელი გვერდულების მოწყობა.
სამუშაოები რეგიონებში განსახორციებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 265 693 ლარით ფინანსდება.
აღსანიშნავია, რომ ასფალტის საფარი აქ პირველად იგება, წლების განმავლობაში სოფლის მაცხოვრებლებს ამორტიზებული გრუნტის გზით უწევდათ სარგებლობა. რეაბილიტაციის შემდეგ კი, გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.
Visited 140 times, 1 visit(s) today