ფესტივალი “იცხოვრე ჩვენთან ერთად, გაერთე ჩვენთან ერთად” გაიმართა

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, ფესტივალი “იცხოვრე ჩვენთან ერთად, გაერთე ჩვენთან ერთად” გაიმართა. შშმ პირებმა მაყურებელს რამდენიმე საკონცერტო ნომერი აჩვენეს. გარდა ამისა, ფესტივალში მონაწილეობა სამცხე–ჯავახეთში არსებულმა ქორეოგრაფიულმა და ფოლკლორულმა ანსამბლებმა მიიღეს ახალციხის ციხის ტერიტორიაზე ასევე მოეწყო შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვაც, სადაც მსურველებს შეეძლოთ, მეშვიდე საჯარო სკოლის მოსწავლეების და ასპინძის საინტეგრაციო ცენტრის, ტალიტა კუმის ბენეფიციარების ნამუშევრები შეეძინათ. მხარის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი, ღონისძიებას პოლონელი სტუმრებთან, ადიგენისა და ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატთან , ახალციხის მუნიციპალიტეტის მერთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან,ადგილობრივი ხელისუფლებისა და სხვადასხვა საელჩოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

“ჩვენ დავათვალიერეთ არაჩვეულებრივი ნამუშევრები, რომლებიც დღეს სპეციალური საჭიროებების მქონე ჩვენმა მეგობრებმა წარმოგვიდგინეს. დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. მათ აქვთ მრავალმხრივ განვითარებული ნიჭი და მათ შორის, ხელოვნებაშიც. ეს ადამიანები საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან და მნიშვნელოვანია, რომ მათ ჰქონდეთ შექმნილი სათანადო პირობები საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოსავლენად. აქვე, გვინდა მზადყოფნა გამოვთქვათ დღის ცენტრთან სამომავლო თანამშრომლობასა და ხელშეწყობასთან დაკავშირებით.” – განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.

Visited 143 times, 1 visit(s) today