ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მსოფლიო ბანკის მთავარ ეკონომისტს შეხვდა

19/02/2018

საჯარო სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებაზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონში მსოფლიო ბანკის მთავარმა ეკონომისტმა, ჰანს ტიმერმა.
საქართველოს მთავრობასთან აღნიშნული დიალოგის მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ საქართველო განიხილება როგორც წარმატებული მაგალითი ბლოკჩეინ ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მსოფლიო ბანკის, ზოგადად, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების როლი აღნიშნული სისტემების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით გაგრძელდეს კონსულტაციები და თანამშრომლობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0