ფინანსთა სამინისტროს მომსახურებს სააგენტოს 9 თვის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა

12/11/2016

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრო ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცხრა თვის ანგარიშის პრეზენტაციას, რომელიც სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ხანიშვილმა წარადგინა. ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა მომსახურების სააგენტოს თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სააგენტო მომავალშიც შეძლებს მომხმარებელზე ორიენტირებული ახალი პროდუქტების შექმნას და სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების ეფექტიანად განკარგვას. იანვარ-სექტემბრის პერიოდში, სააგენტოს შემოსავლებმა 5 230 776 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 29%-ით აღემატება. მომსახურების სააგენტოს შემოსავლების 11%-იანი ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა აღნიშნული მაჩვენებელი აქტიური მუშაობისა და სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად იქნა მიღწეული. შედეგად, ბიუჯეტში დამატებით გადაირიცხა 800 000 ლარზე მეტი. ამასთანავე, შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება შემდეგი მიმართულებებითაც: ვებგვერდის (www.eauction.ge) მომსახურება – 32,2%, საქონლის რეალიზაცია – 29,8%. აღსანიშნავია, რომ მომსახურების სააგენტომ საანგარიშო პერიოდში შეიმუშავა და დანერგა ახალი პროდუქტები. ასევე, დაიხვეწა ელექტრონული აუქციონის სისტემა, რომელიც როგორც მომხმარებლებს, ისე ვებგვერდის ადმინისტრატორებს უმარტივებს პორტალზე ნავიგაციას. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს სააგენტოს სამომავლო განვითარების გეგმები და მნიშვნელოვანი პროექტები. პრეზენტაციას დაესწრნენ ფინანსთა სამინისტროს სათათბირო საბჭოს წევრები, ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლები.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0