საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გმობს 2016 წლის 28 ივნისს სტამბოლის აეროპრტში მომხდარ ტერორისტულ აქტს, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. შემოსავლების სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას, მთელ თურქ ხალხს და ამავე დროს უცხადებს მტკიცე თანადგომას ტერორიზმთან უშეღავათო ბრძოლაში.
Visited 257 times, 1 visit(s) today