ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაციებს შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
„საქართველოს კინოლოგიის მომსახურების ეფექტიანობისა და ხარისხის გაუმჯობესების“ პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში კინოლოგიური სამსახურის ეფექტიანობის გაუმჯობესებას.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები, აგრეთვე გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC) კოორდინატორები ესწრებოდნენ.