ფინანსთა სამინისტრო ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საგანმანათლებლო პროგრამების მხარდაჭერას განაგრძობს

18/07/2017

ქართველ სტუდენტებს, რომლებიც საქართველოს სამ უმაღლეს სასწავლებელში აშშ-ის სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებით სწავლობენ, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნებათ. შესაბამისი მემორანდუმი ფინანსთა სამინისტროს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და აშშ-ის სან-დიეგოს უნივერსიტეტს შორის გაფორმდა. მემორანდუმს, რომელიც საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას ითვალისწინებს, გულისხმობს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საფინანსო სფეროში გადამზადებას სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის გზით; საჯარო-კერძო სექტორთან ურთიერთობის გაღრმავებასა და ერთობლივი ღონისძიებების განხორცილებას; აგრეთვე საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური დარგების პოპულარიზაციას, გადამზადებული კადრების შემდგომ დასაქმების ხელშეწყობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0