ფოთის მერის ინიციატივით ყოველ შაბათს დასუფთავების აქცია გრძელდება

15/07/2017

ფოთის მუნიციპალიტეტში ყოველ შაბათს დასუფთავების აქცია „სუფთა ქალაქი“ ეწყობა,რომელიც ფოთის მერის ირაკლი კაკულიას ინიციატივით იმართება. დასუფთავების აქციაში ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები არიან ჩართული. დღეს, დასუფთავების აქციაში ფოთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო ცენტრისა და ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობდნენ. აქციის ფარგლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა ქალაქის შემოსასვლელი გზები (ნაბადის და მალთაყვის ტერიტორია). აქციის მთავარი მესიჯია – „ერთად ვიზრუნოთ გარემოზე.“ დასუფთავების აქცია სისტემურ ხასიათს ატარებს და იგი ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე ყოველ შაბათს ეწყობა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0