ფოთის მერმა წისკვილკომბინატში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულები მოინახულა

ფოთის წისკვილკომბინატში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 2 ადამიანი ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში ქალაქის მერმა ირაკლი კაკულიამ მოინახულა,- ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

„დაშავებულები მოთავსებული არიან მიმღებ დიაგნოსტიკურ განყოფილებაში და უტარდებათ ყველა საჭირო გამოკვლევა და მკურნალობა. მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან”.- განაცხადა ფოთის მერმა.

ფოთის წისქვილკომბინატში აფეთექება რამდენიმე საათის წინ მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია როგორც საპატრულო, ასევე სამაშველო სამსახურები.

Visited 144 times, 1 visit(s) today