ფოთის ცენტრალურ პარკში ,,სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული ფესტივალი’’ იმართება

15/09/2017

ქალაქ ფოთის ცენტრალურ პარკში საქართველოს სოციალურ საწარმოთა ალიანსის ორგანიზებით და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ,,სოციალური მეწარმეობის ახალგაზრდული ფესტივალი’’ იმართება. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა გამოფენა-გაყიდვა, სადაც წარმოდგენილია ეკოლოგიურად სუფთა ხის პროდუქცია, ტრადიციულ მოტივებზე შექმნილი ნივთები, ხელნაკეთი მისალოცი ბარათები, ნატურალური საკვები, წნული კალათები და ასე შემდეგ. გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ნიკოლოზ გრიგოლიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. ფესტივალის ფარგლებში 19:00საატზე გაიმართება ახალგაზრდული კონცერტი(ადგილობრივი ახალგაზრდა შემსრულებლები:ირაკლი ჩაგანავა, ჯგუფი Free dance@bead box, DJ nick badza)

Tweet about this on TwitterShare on Facebook0