ფოთში ახალი საბაჟო კოდექსის პრეზენტაცია გაიმართა

ქალაქ ფოთში ახალი საბაჟო კოდექსის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართელოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი,სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია, ადგილობრივი თვითმმართველობის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კანონპროექტი საბაჟო პროცედურების გამარტივების მიმართულებით მნიშვნელოვან სიახლეებს ითვალისწინებს. კერძოდ, მარტივი გაფორმების ახალ წესებსა და დეკლარირების ფორმებს ეყრება საფუძველი,
იქმნება გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნების შესაძლებლობა,
საბაჟო გადაწყვეტილების მიღების დროს მეწარმის ინტერესები, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული,
ბიზნესის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება გარანტიის ახალი სახის (თავდებობა) გამოყენება;
იქმნება მნიშვნელოვანი წინაპირობა, ბიზნესმა გამარტივებული საბაჟო პროცედურებით ისარგებლოს ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში;
ამასთან, საბაჟო კანონმდებლობაში შენარჩუნდება ყველა ის პოზიტიური ცვლილება, რაც რეფორმების შედეგად განხორციელდა საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების ერთიანი/გამარტივებული ადმინისტრირების მიმართულებით, მათ შორისაა: გადასახადის გადამხდელის ერთიანი ბარათი (საგადასახადო და საბაჟო), „სივრცეში“ და „საზღვარზე“ არსებული ზედმეტობის ურთიერთჩათვლა, ერთიანის სახაზინო კოდი საგადასახადო/საბაჟო ვალდებულების შესასრულებლად, გასაჩივრებისა და საგადასახადო შეთანხმების ერთიანი სისტემა.

Visited 356 times, 1 visit(s) today