ფოთში დასუფთავების აქცია “სუფთა ქალაქი ” გაიმართა

20/08/2017

ფოთის მერის ირაკლი კაკულიას ინიციატივით ყოველ შაბათს დასუფთავების აქცია ” სუფთა ქალაქი ” ეწყობა,რომელშიც მუნიციპალიტეტის სამსახურის თანამშრომლები მონაწილეობენ. დასუფთავების აქციაში ,ამჯერად , ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მალთაყვისა და ნაბადის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები ჩაერთნენ. აქციის ფარგლებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დასუფთავდა ქალაქის შემოსასვლელი გზები (ნაბადის და მალთაყვის ტერიტორია). დასუფთავების აქციის მიზანი გარემოზე ზრუნვა და ქალაქში სუფთა გარემოს შენარჩუნებაა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0