ფოთში მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მასწავლებლის დღეებთან დაკავშირებით, სახელოვნებო სასწავლებლის ეზოში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ქალაქის მერი გოჩა კურდღელია, მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი, საკრებულოს წევრები და ფოთის საზოგადოება ესწრებოდა.
ტრადიციისამებრ, ღონისძიებაზე წლის საუკეთესო მასწავლებლები დასახელდა, რომელთაც მუნიციპალიტეტის სიგელები და საჩუქრები გადაეცათ. წარმატებული პედაგოგები ფულადი პრემიითა და სიგელებით ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა, „ნელი გეგეშიძის“ ფონდმა, „ეი პი ემ ტერმინალს“-მა და „ვი თი ბი“ ბანკის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.
მუსიკალური ნომრები ქალთა ანსამბლმა „კესანე“ შეასრულა. მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.

Visited 233 times, 1 visit(s) today