ფოთში მეორე სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია დაიწყო

31/08/2017

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში ნ .ჟვანიას ქუჩაზე მდებარე სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია დაიწყო.მიმდინარე სამუშაოებს ქალაქის ვიცე -მერი ლევან ჩოჩია და მერის მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლია გაეცნო. სპორტული დარბაზის რეკონსტრუქციის სამუშაოებს შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა “მშენებლობის კასპიისპირეთის სამმართველო” ახორციელებს და მისი ღირებულება 548 ათას 832 ლარს (დღგ-ს ჩათვლით) შეადგენს. ფოთის ვიცე -მერის ლევან ჩოჩიას განცხადებით ,მეორე სკოლის სპორტულ დარბაზში დამონტაჟდება 500 მაყურებელზე გათვლილი ახალი ტრიბუნა, მთლიანად გამოიცვლება იატაკი ,ჭერი,კარ-ფანჯრები. პროექტის მიხედვით სამუშაოები 2018 წლის თებერვალში დასრულდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0