ფოთში სანიაღვრე სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

04/08/2017

ფოთში სანიაღვრე სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს,რომლის პროცესს ქალაქის ვიცე-მერი ლევან ჩოჩია და მერის მოადგილე ნიკოლოზ გრიგოლია გაეცნო. სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციისთვის 782 ათას 476 ლარი ლარი იხარჯება, აქედან 217 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო, ხოლო დარჩენილი თანხა 565 ათას 476 ათასი ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან. პროექტის მიხედვით ,პირველ ეტაპზე ბეტონის არხები ქალაქის 6 ქუჩაზე ჩაიდება.მიმდინარე სამუშაოები ნოემბრის თვეში დასრულდება. სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოები ქალაქში 2015-2016 წწ. განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც ბეტონის არხები 12 ქუჩაზე ჩაიდო. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ქალაქისთვის გამოყოფილი ტრანსფერით განხორციელდა,რისთვისაც 1 480 000 ლარი დაიხარჯა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0