ფოთში ფეხბურთის სტადიონის მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს

28/11/2017

ფოთში ფეხბურთის სტადიონის მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები დასავლეთ ტრიბუნაზე ტარდება.
მიმდინარე სამუშოები ქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი თოფურიამ დაათვალიერა.
პროექტის ღირებულება 1 863 000 ლარს შეადგენს. მოხდება ტრიბუნების მშენებლობა, სტადიონის შიდა და გარე კომუნიკაციებით უზრუნველყოფა, გათბობის, ვინტილაციის და განათების სისტემების უზრუნველყოფა. მოეწყობა თანამედროვე სტანდარტის გასახდელები, საშხაპეები, ლოჟა, ოთახები კომენტატორებისათვის, ავტოსადგომი. მოასფალტდება სტადიონის მისადგომები.
ფოთის სტადიონი 6000 მაყურებელზეა გათვლილი და იგი ექსპლუატაციაში 2018 წლის მარტში შევა. მშენებლობას კომპანია „ელიტა ბურჯი“ აწარმოებს. სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულია 15 ადგილობრივი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0