ფოთში, ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე ხე წაიქცა, რამდენიმე უბანს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება

16/10/2017

ფოთში, ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე ხე წაიქცა, რამდენიმე უბანს კი ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ფოთის მერის მოადგილის ნიკოლოზ გრიგოლიას განცხადებით, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
„ამ დროის მონაცემებით, ქარს ქალაქისთვის სერიოზული ზიანი არ მიუყენებია. მერიაში შემოსულ ყველა შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ვახდენთ. მიმდინარეობს წაქცეული ხეების გაწმენდითი სამუშაოები. “ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები დილიდანვე აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ . ჰიდროგრაფიული სამსახურის ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო ზოლში საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული”- აღნიშნა ნიკოლოზ გრიგოლიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0