ფოთში, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

13/10/2020

ფოთში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობისთვის 44 მილიონის ინვესტიცია ხორციელდება, სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, სრულად განახორციელებს ჩამდინარე წყლების წმენდას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს შავი ზღვის აუზისა და ეკოლოგიის დაბინძურების რისკებს რეგიონში. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია, ფოთის მერის მოადგილესთან კონსტანტინე თოფურიასთან ერთად მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო და არსებული ვითარება შეაფასა.

“მიმდინარე პროექტებიდან ვფიქრობთ, რომ ფოთის წყალარინების გამწმენდი ნაგებობა მოცულობითა და მასშტაბებით ერთ-ერთი მსხვილი პროექტია საქართველოში. დღეს, ადგილზე გავეცანით შესრულებულ სამუშაოებს და მინდა აღვნიშნო, რომ მშენებლობის ტემპი დამაკმაყოფილებელია“- განაცხადა გიგა მანდარიამ.

პროექტს აზიის განვითარების ბანკი 44 მილიონი ლარით აფინანსებს და მისი დასრულება მომავალი წლის თებერვალშია დაგეგმილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0