ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი – „საქართველო”-რაჭაში იმართება

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით წელს მესამედ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი – „საქართველო”-რაჭაში იმართება. ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ქართული (აჭარა, გურია, რაჭა, კახეთი, სვანეთი, ლეჩხუმი) და უცხოური (საფრანგეთი, იტალია, ლატვია, პოლონეთი) ანსამბლების ერთობლივი კონცერტები.
ღონისძიებებმა ბლექ სი არენადან 8 სექტემბერს რაჭაში გადმოინაცვლა, რომლის ფარგგლებში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ.გოგოლათში, რომელსაც ახლახან სოფელი-მუზეუმი ეწოდა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
მიმდინარეობს მასტერკლასი – სიმღერა: ქვედრულა მოდიდებულა (გიორგი დონაძე,
ლევან ბერელიძე) და კონცერტი ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. ფესტივალს მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრება.
ღონისძიების ფარგლებში აგრეთვე დაგეგმილია
18:00სთ- აგროფესტივალი
19:30სთ-კონცერტი ცენტრალურ მოედანზე
ანსამბლები: ბასიანი, შალვა ჩემო, ლაგუშედა, სალაღობო, საგალობელი, იავნანა,
შილდა, ფესვები; სუ კუნკორდუ – სარდინია, იტალია; სპარტიმუ – კორსიკა,
საფრანგეთი; კონიაკუვი – პოლონეთი; აჩკუპსი – ლატვია.
21:30სთ- ეთნოჯაზჯგუფი – ეგარი, კონცერტი ცენტრალურ მოედანზე.

ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული ფოლკლორის – ჩვენი კულტურისა და ეროვნული იდენტობის – პოპულარიზაციასა და შენარჩუნებას. საერთაშორისო ფესტივალი “საქართველო” ხელს შეუწყობს კულტურათა დაახლოებას, ტრადიციების გაცნობასა და ურთიერთპატივისცემას. უნიკალური მრავალხმიანობის, სიმღერის, გალობის, ცეკვისა და ტრადიციების მქონე საქართველოს საშუალება ეძლევა უმასპინძლოს განსხვავებული სტილისა და მანერის შემსრულებლობას, საქართველო – მრავალხმიანობის სამშობლო – აქციოს ქართული და მსოფლიო ფოლკლორის მუდმივი შეხვედრისა და ურთიერთდაახლოების ადგილად.

Visited 321 times, 1 visit(s) today