ქათმის მწარმოებლებსა და იმპორტიორებთან შეხვედრა გაიმართა

22/05/2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები ქათმის ადგილობრივ მწარმოებლებს და იმპორტიორებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ფრინველის ხორცში ტექნოლოგიური პროცესის შედეგად არსებული წყლის რაოდენობის შემცველობის დადგენის საკითხი განიხილეს; იმსჯელეს ფრინველის ხორცის გაგრილების მეთოდებზე, რომელიც წყლის შემცველობის სხვადასხვა სტანდარტს ადგენს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ყურადღება აღნიშნული საკითხის საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ რეგულაცია ადგილობრივ მწარმოებლებს და იმპორტიორებს თანაბარ პირობებში ჩააყენებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გაგრძელდება სამუშაო შეხვედრები, აღნიშნული საკითხები დეტალურად იქნება შესწავლილი და შემუშავდება შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივები, რომელთა განხორციელებაც მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი პროდუქტის მიწოდებას უზრუნველყოფს. შეხვედრას ქათმის მწარმოებელი და იმპორტიორი კომპანიის ორმოცამდე წარმომადგენელი ესწრებოდა. #სოფლისმეურნეობა

Tweet about this on TwitterShare on Facebook0