ქალაქ ახალციხის სასპორტო სკოლაში, ,,მხიარული სტარტების“ შესარჩევი ტური ჩატარდა. თამაშში მონაწილეობას თემის საჯარო სკოლების შვიდი, ხოლო ქალაქ ახალციხის ოთხი გუნდი იღებდა. გუნდები 12 მოსწავლით იყო დაკომპლექტებული, ექვსი გოგო- ექვსი ბიჭი.
ფინალური თამაშისათვის ოთხი გუნდი შეირჩა. 10 აპრილს, პირველობისათვის ერთმანეთს ვალის № I საჯარო სკოლის, მუსხის, № 5 საჯარო სკოლისა და კერძო სკოლა „მზექას“გუნდები დაუპირისპირდებიან.
Visited 146 times, 1 visit(s) today