ქალაქ ბოლნისში სანიაღვრე სისტემების მშენებლობა მიმდინარეობს

11/07/2017

ბოლნისში სანიაღვრე სისტემის ქსელი ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის ქუჩებზე მოეწყობა.
სამუშაოების შესასრულებლად მუნიციპალტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. სამშენებლო სამუშაოებს შპს ,,რიგელი” ახორციელებს. პროექტი აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
სამუშაოები რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.
სანიაღვრე სისტემების მშენებლობა დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით შერაზადიშვილმა ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატთან გოგი მეშველიანთან ერთად მოინახულა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0