ქალაქ ბორჯომში დასრულდა ვაჟა-ფშაველას ქუჩის რეაბილიტაცია

08/08/2017

ქალაქ ბორჯომში დასრულდა ვაჟა-ფშაველას ქუჩის რეაბილიტაცია.
პროექტის მიხედვით ასფალტობეტონის საფარი დაიგო ქუჩის I და II მონაკვეთებზე და I და II ჩიხებში. მოეწყო ასევე ბეტონის სანიაღვრე არხიც.
ქუჩაზე სავალი ნაწილი წლებია ამორტიზებული იყო, რაც ადგილბრივების უკმაყოფილებას იწვევდა. დღეიდან მოსახლოება მოწესრიგებული გზით ისარგელებს.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და ამ მხრივ სამუშაოები მთელი წლის განმავლობაში ინტენსიურად გაგრძელდება.
სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან მიერ დაფინანსდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0