ქალაქ გარდაბანში შიდა გზების მოასფალტება გრძელდება

ქალაქ გარდაბანში შიდა გზების მოასფალტება გრძელდება. ამ ეტაპზე დასრულებულია ვაჟა-ფშაველას ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტის საფარი და მოეწყო ბორდიურები. ქალაქ გარდაბნის საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად თანხა გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდანაა გამოყოფილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ქვენიფნელი“ 1 380 000 ლარად ასრულებს.

Visited 152 times, 1 visit(s) today