ქალაქ დუშეთში გამწვანების აქცია გაიმართა

15/04/2019

დედაენის დღეს, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის გია ბექაურის ინიციატივით, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე ცაცხვის 25 ნერგი დაირგო. გამწვანების აქციაში დუშელ ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობდნენ: ა(ა)იპ დუშეთის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებისა და საქართველოს წითელი ჯვრის დუშეთის ფილიალის თანამშრომლები. ნერგების შემდგომ მოვლა-პატრონობაზე საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დუშეთის სერვის-ცენტრი იზრუნებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0