ქალაქ ოზურგეთის მერმა ოზურგეთელი რაგბისტები მოინახულა

16/07/2016

ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ, გელა კობალაძემ ოზურგეთის სარაგბო კლუბი ,,არწივები‘’ მოინახულეს, კლუბში არსებულ სიტუაციას ადგილზე გაეცნენ და სპორტსმენებს ახალი ფორმები გადასცეს.
გასულ წელს ქალაქის მერიამ რაგბის განვითარების კავშირს ბიუჯეტი 80 000 ლარით გაუზარდა და პირველად კლუბის ისტორიაში, სპორტსმენებს ხელფასები დაუნიშნა.
ამჟამად გუნდი II-ე ლიგაში თამაშობს, თუმცა როგორც კლუბის ხელმძღვანელობა და რაგბისტები აღნიშნავენ, “არწივები“ ახალი სეზონის შემდეგ თავს I ლიგაში დაიმკვიდრებს.
,,მიხარია, რომ გასულ წელს ჩვენმა ბიჭებმა მეორე ლიგის ჩემპიონატში პირველი ადგილი მოიპოვეს, წელს კი პირობა დადეს, რომ პირველ ლიგაში გადასასვლელად ბოლომდე იბრძოლებენ. დარწმუნებული ვარ, პირობას აუცილებლად შეასრულებენ. მიუხედავად იმისა, რომ კლუბს პირობებს ვუქმნით, ვფიქრობ, რაგბის განვითარებას მეტი ყურადღება უნდა დავუთმოთ, რასაც აუცილებლად შევძლებთ“ – განაცხადა ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ.
,,2014 წლიდან ქალაქის მერი მაქსიმალურად ზრუნავს სარაგბო კლუბ ,,არწივები“-ს განვითარებისა და წინსვლისთვის. მხოლოდ მისი მერობის პერიოდში მოხერხდა რაგბისტებისათის ხელფასის დანიშვნა. ჩვენ ვხედავთ ადგილობრივი ხელისუფლება როგორ ზრუნავს ქალაქში სპორტული ცხოვრების წახალისებისა და ახალგაზრდა სპორტსმენების მოტივაციის გაზრდისათვის ‘’- რაგბის კავშირის დირექტორი თენგიზ კალანდაძე.
ამ დროისთვის სარაგბო კლუბი ,,არწივები“ პირველ ლიგაში გადასასვლელად ემზადება. რეგიონული შეჯიბრი 25 აგვისტოდან დაიწყება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0