ქალაქ ფოთის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა

24/11/2017

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 24 ნოემბრის სხდომამ ქალაქ ფოთის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა.
პროექტი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო, ეკონომიკური განვითარებისა და ქონების სამსახურის უფროსმა ვასილ თოდუამ წარადგინა.
საკრებულომ ბიუჯეტი რიგი შენიშვნებით კვლავ მერიას დაუბრუნა. მათი რეკომენდაციები მარტოხელა დედებისა და ხუთ და მეტშვილიან ოჯახებზე სოციალური დახმარებების გაორმაგებასა და სხვა საკითხებს შეეხო.
მოქმედი კანონმდებლობის თანახმად მერიამ ქალაქის 2018 წლის კორექტირებული ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს 10 დეკემბრამდე უნდა წარუდგინოს.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტი 15 მილიონ 680 ათას ლარს შეადგენს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0