ქარელში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზიანებული შენობა რეაბილიტირებულია

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

მიმდინარე წლის ნოემბერში ქარელის მუნიციპალიტეტში, დევნილთა ჩასახლებაში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაზიანებული შენობა უკვე რეაბილიტირდა და მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებს დაუბრუნდა. შემთხვევის შედეგად სულ 25 ბინა დაზიანდა. შენობის რეაბილიტაცია ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ შემჭიდროვებულ ვადებში განახორციელა. შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილი და ქარელის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა გულიაშვილი ადგილზე იმყოფებოდნენ, შენობა დაათვალიერეს და მოსახლეობას შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, გარდა საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციისა, მაცხოვრებლებმა რამდენიმე საკითხი დააყენეს, რაც უმოკლეს ვადებში იქნება გადაჭრილი.

Visited 95 times, 1 visit(s) today