ქარელში ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმდინარე პროექტები დაათვალიერეს

18/07/2017

შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორმა კახა სამხარაძემ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ზაზა გულიაშვილთან ერთად დაათვალიერა ქარელის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს მოხისი-კოდავარდისუბნის,ზემო ხვედურეთი-ხეობა-ჭანდრებისა და გვერძინეთი-ქოზიფის გზების ასფალტირების მიმდინარე სამუშაოები.ასევე შეხვდნენ და გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას და ადგილზე გაეცვნენ სოფლებში არსებულ მდგომარეობას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0