ქართველმა და ამერიკელმა მშვიდობისმყოფელებმა ახალი წელი ერთად აღნიშნეს

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ახალი წელი ქართველმა სამხედროებმა, ავღანეთში, ამერიკელ თანაბერძოლებთან ერთად იზეიმეს. ახალი წლის ღამე მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე მსუბუქმა ქვეთმა ბატალიონმა, აშშ-ს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად (Task Force Tiger), საახალწლო ღონისძიებით აღნიშნა, სადაც მისალოცი სიტყვების, სამხედრო ჯილდოების გადაცემისა და საახალწლო ტორტის გაჭრასთან ერთად, ქართველი სამხედროების მიერ ტრადიციული ქართული ცეკვები შესრულდა.

Visited 218 times, 1 visit(s) today