ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს

07/05/2019

მუსლიმი მრევლისთვის იფთარი (მარხვის ვახშამი ) გაიმართა. რამაზანის თვე აზერბაიჯანელ სტუმრებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან ერთად მიულოცა. იფთარს აზერბაიჯანის ელჩი, დურსუნ ჰასანოვი, სრულიად კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი ალი ალიევი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე მუსლიმ მრევლს სიტყვით ოფიციალურმა პირებმა მიმართეს და ძვირფასი რამაზანის თვე მიულოცეს, ისაუბრეს ამ წმინდა თვის განსაკუთრებულ თვისებებზე, მარხვისა და ღვთისმსახურებების მნიშვნელობებზე.

“მინდა მოგილოცოთ წმინდა რამაზანის თვე. ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებს. ჩვენ მეგობრულ გარემოში ვცხოვრობთ მრავალი წელია და პირველ რიგში გამოვხატავთ ერთმანეთის ტრაციდიებისა და რწმენის პატივისცემას, რისი ნათელი მაგალითიც გახლავთ დღევანდელი დღე”,- აღნიშნა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0