ქართული დიასპორის წარმომადგენლები სტუმრად პატრიარქთან

01/03/2016

კულტურის პალატისა და დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ქართული დიასპორის წარმომადგენელბის მიერ გამართულ შემოქმედებით საღამოს საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ ისტორიული მოვლენა უწოდა და სტუმრები დალოცა.
ქართული დიასპორის წარმომადგენლების მონაწილეობით საპატრიარქოში შემოქმედებითი საღამო მოეწყო
საქართველოს საპატრიარქომ თურქეთში, ირანსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ისტორიული დიასპორის წარმომადგენელებს უმასპინძლა. სტუმრებმა საქართველოს ერთიანობისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გამართეს.
საღამო ლაზური სიმღერების შემსრულებელი ანსამბლ „ათძალას’’, „ჰერულას“ (კახის რაიონიდან) ასევე, ფერეიდნელი, ჰერელი პოეტებისა და შემსრულებლების მონაწილეობით ჩატარდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0