“ქართული ოცნების” განახლებული პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა

14/05/2016

“ქართული ოცნების” ყრილობაზე ერთხმად დაამტკიცეს პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა. ყრილობა პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გახსნა და დელეგატებს პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი წარუდგინა. მან ასევე მიმოიხილა “ქართული ოცნების” ხელისუფლების საქმიანობა 4 წლის განმავლობაში. ამის შემდეგ დელეგატებს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ მიმართა და პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ ყრილობა დასრულდა. ძველ წევრებთან ერთად პარტიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა დელეგატებს პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა წარუდგინა.
ქართული ოცნების ყრილობაზე 14 მაისს პარტიის თავმჯდომარედ ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აირჩიეს.

ამჟამინდელი პოლიტიკური საბჭოს წევრები არიან:
კახა კალაძე -პარტიის გენერალური მდივანი
გიორგი ვოლსკი – დეპუტატი
მანანა კობახიძე- დეპუტატი
ეკა ბესელია – დეპუტატი
ირაკლი სესიაშვილი-დეპუტატი
ირაკლი ტრიპოლსკი
თემურ ჭკუასელი
დავით საგანელიძე – თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი;
ნოდარ ხადური – ფინანსთა მინისტრი;
ზვიად კვაჭანტირაძე-დეპუტატი;
გედევან ფოფხაძე-დეპუტატი;
ირაკლი კობახიძე- (პოლიტიკური საბჭოს ახალი წევრი)პარტიის აღმასრულებელი მდივანი ;
დავით ბაქარაძე – (პოლიტიკური საბჭოს ახალი წევრი) ევროინტეგრაციის მინისტრი;
დავით კოღუაშვილი – სამართლის მაგისტრის მფლობელი (აშშ), აშშ-ს ხაზინის მრჩეველი საბაჟო რეფორმების საკითხებში, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი;
მამუკა მდინარაძე- იურისტი, სამართლის დოქტორი, “ადვოკატთა ალიანსის” თავმჯდომარე;
ირინე ფრუიძე – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი, “ახალი მემარჯვენეების” ყოფილი წევრი, ინტელექტუალურ თამაშ “რა, სად, როდის” წევრი;
რომან კაკულია – ევროკავშირის პროგრამების დეპარტამენტის უფროსი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი;
სოფიო კილაძე – შსს-ს აკადემიის პრორექტორი, საერთაშორისო საჯარო სამართლის სპეცოალისტი;
აკაკი ზოიძე – კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ჯანმრთელობის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მკვლევარი;
ზვიად გონაძე – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.

ყრილობას ესწრებოდნენ ყოფილი პრემიერ-მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0