“ქართული ოცნების” რეგიონალური კონფერენცია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დღეს ჩატარდა. დელეგატებმა რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ მოქმედი ლიდერი და მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი აირჩიეს. კონფერენციაზე ასევე დაამტკიცეს ორგანიზაციის ბიუროს შემადგენლობა და რესპუბლიკური ყრილობის დელეგატები. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის რეგიონალურ კონფერენციას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი , სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი და პარლამენტარები-დიმიტრი სამხარაძე და გია ბენაშვილი ესწრებოდნენ.
Visited 238 times, 1 visit(s) today