ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა გრძელდება

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში გაფორმდა ხელშეკრულება ამერიკული საქველმოქმედო ფონდის „ლდს-ჩერიტი“ ხელმძღვანელებსა და მცხეთა-მთიანეთის სამი მუნიციპალიტეტის – მცხეთის, დუშეთის და თიანეთის – მერებს შორის. ხელშეკრულების ფარგლებში საქველმოქმედო ორგანიზაცია 450 000 ლარს გამოყოფს, რომელიც ზემოთჩამოთვლილი მუნიციპალიტეტების ოთხ სოფელში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას მოხმარდება.
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის განცხადებით დღეს გაფორმებული ხელშეკრულება ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის გაგრძელებაა. საქველმოქმედო ორგანიზაციამ „ლდს-ჩერიტი“ უკვე რამდენიმე პროექტი დააფინანსა მცხეთა-მთიანეთის მასშტაბით, რამაც რეგიონის მოსახლეობის ყოფითი და სოციალური პირობები მნიშვნელოვნად გააუმჯობესა.

Visited 194 times, 1 visit(s) today