ქედაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები კვლავ გრძელდება

12/07/2016

დაზიანებული ხელოვნური ნაგებობები, გზები, ხიდები, ინფრასტრუქტურა – ეს მოკლე ჩამონათვალია ამ ბოლო დროს, ქედის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალისა, რომელიც გამგეობაში შექმნილი სტიქიური მოვლენების შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ იქნა შესწავლილი. შედგენილი ხარჯთაღრიცხვების თანახმად, ქედაში 28 ივნისს განვითარებული სტიქიის შედეგად თვითმმართველობისთვის მიყენებულმა ზარალმა 108 663 ლარი შეადგინა, ხოლო 7, 8 და 9 ივლისს ძლიერი წვიმის შედეგად, 87 845 ლარი. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები ქედაში ამ დრომდე მიმდინარეობს, რომელიც დღეს აჭარის ა რ მთავრობის წარმომადგენლებმა ბელტურში და სოფელ ჯალაბაშვილებში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთან ერთად მოინახულეს. როგორც დავით დუმბაძემ აღნიშნა, ,,სალიკვიდაციო ღონისძიებები მუნიციპალიტეტში ერთდროულად 3-4 მიმართულებით ოპერატიულად მიმდინარეობდა. დამეწყრილი გზების გაწმენდა დღეს დასრულდება. რაც შეეხება დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოებს, უახლოეს დღეებში დაიწყება.
სტიქიის დროს მუნიციპალიტეტში მობილიზებული იყო თითქმის ყველა უწყების მობილური ჯგუფები და დროულად ხდებოდა შეტყობინებებზე რეაგირება, რისთვისაც მადლობას ვუხდი თითოეულ წევრს”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0