ქედელმა ახალგაზრდებმა შეჯიბრში ,,CYNC-სპორტი ბარიერების გარეშე” საპრიზო ადგილები მოიპოვეს

19/06/2017

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის ,,ახალგაზრდული ფესტივალი – 2017″ -ის ფარგლებში, ,,CYNC-სპორტი ბარიერების გარეშე” ქედელმა ახალგაზრდებმა, გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით, სპორტის სამ სახეობაში: კალათბურთში, მინი ფეხბურთსა და ჭადრაკში ჩაერთნენ და საპრიზო ადგილები მოიპოვეს. 17 -18 მაისს, რეგიონალურ თამაშებში ქედის გუნდმა მინი ფეხბურთში პირველი ადგილი მოიპოვა და ანაკლიაში ერთკვირიანი საგზური მოიპოვა. ხოლო კალათბურთელებმა და მოჭადრაკეებმა მეორე ადგილს დასჯერდნენ.
პროექტის მიზანია საქართველოს ახალგაზრდობის პოტენციალის გამოვლენა, მათი პიროვნული და კარიერული განვითარებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა და მასობრივ სპორტულ აქტივობებში ჩართვით ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0