ქედის გამგეობის საგანგებო შტაბის წევრები ვითარებას ადგილზე ეცნობიან

Sorry, this entry is only available in ქართული. For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილი საგანგებო შტაბის წევრები, დღეს დილიდან ვითარებას ადგილზე ეცნობიან. გამგებლის მოადგილე მამუკა ფარტენაძემ, აჭარის ა რ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ქედის წარმოადგენელთან თემურ დევაძესთან ერთად, მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გზების გაწმენდით სამუშაოებს გაეცნო. დეპარტამენტის 10 ერთეული ტექნიკა სხვადასხვა მიმართლებით ამ დრომდე აგრძელებს სამუშაოებს, ხოლო ქედის კომუნალურსერვისის ბალანსზე არსებული ტექნიკა დაბის ქუჩების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. ინტენსიურად მიმდინარეობს პარკებსა და სკვერებში მწვანე ნარგავების გათავისუფლება თოვლის საფარისაგან. მამუკა ფარტენაძე მახუნცეთში ელექტროენერგიის აღდგენით სამუშაოებსაც გაეცნო და ენერგო-პრო ჯორჯიას მობილური ჯგუფებისაგან ინფორმაცია მოისმინა. ამ დროისთვის დაზიანება შვიდივე სოფელში აღმოფხვრილია და ასმინისტრაციული ერთეულის ყველა სოფელს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდება. უამინდობას ქედაში მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნია. გამგეობაში დაწესებულია საგანგებო შტაბის წევრების მორიგეობა, საგანგებო რეჟმში მუშაობენ გამგებლის წარმომადგენლები და სპეციალისტები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში, ასევე საგანგებო, სასწრაფო და სამაშველო სამსახურები. ვითარება სტაბილურია.

Visited 156 times, 1 visit(s) today