ქედის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ამ დროისთვის კვლავ ინტენსიურად თოვს

წუხელ ღამით მოსული უხვი ნალექის გამო, მუნიციპალიტეტში თოვლის საფარმა თითქმის 40 სმ-ით მოიმატა. დაბლობში მეტრამდეა საფარი, მაღალ სოფლებში კი მეტრონახევარს აჭარბებს. ამ დროის მონაცემებით, თითქმის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის სოფლის ცენტრებამდე ორხიდიანი ავტომობილებით მოძრაობა შესაძლებელია, გარდა მახუნცეთის, პირველი მაისისა და დაბის ერთეულში შემავალი მაღალი სოფლებისა. როგორც საგზაო დეპარტამენტის ქედის წარმომადგენლობაში აცხადებენ დილიდან მიმდინარეობს სოფლებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდითი სამუშაოები – სულ 11 ერთეული ტექნიკით 7 მიმართულება იწმინდება. ასევე დილიდან დაბის ქუჩების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული 2 ერთეული ტექნიკა. ქედის კომუნალურსერვისის თანამშრომლები პარკებსა და სკვერებში მწვანე ნარგავებს ათავისუფლებენ თოვლისაგან. სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს ყველა საჯარო სკოლაში, რაც შეეხება საბავშვო ბაღებს გაერთიანების გადაწყვეტილებით, კონტიგენტის გამოუცხადებლობის გამო საგანმანათლებლო პროცესი შეწყვეტილია.
ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება მერისის ადმინისტრაციული ერთეულის 7 სოფელს და სოფელ პირველ მაისს – 400-მდე აბონენტს. მუნიციპალიტეტში მობილიზებულია ენერგო-პრო ჯორჯიას მობილური ჯგუფები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.
თვითმმართველობა აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას.

Visited 209 times, 1 visit(s) today