ქვედა აჭყვაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დასრულდა

Доступно только по Грузински For the sake of viewer convenience, the content is shown below in the alternative language. You may click the link to switch the active language.

ქვედა აჭყვაში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დღეს დასრულდება. სამუშაოების მიმდინარეობას ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე, აჭარის საგზაო დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი და საქართველოს პარლამენტის წევრი ფატი ხალვაში გაეცნენ. საავტომობილო გზის კეთილმოწყობისთვის 192 000 ლარი დაიხარჯა. პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები, საყრდენი კედლი და გზის 750 მეტრიან მონაკვეთზე 2 ფენა ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო. ქობულეთის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ეტაპობრივად მიმდინარეობს. წელს დაგეგმილია 20 კმ-მდე ასფალტისა და 8 700 მ/კ ბეტონის საფარის დაგება, ასევე აშენდება 4 და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 2 ხიდს.

Visited 165 times, 1 visit(s) today