ქვედა გორაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

20/02/2017

ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა გორაში საბავშვო ბაღის რეაბილიტირებული შენობა გაიხსნა. ბაღის ახალი შენობის გახსნას ვანისა და ხონის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი პარლამენტის წევრი გრიგოლ ლილუაშვილი,ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ. ქვედა გორას საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო და 2017 წლის იანვარში დასრულდა.სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „შპს იმერეთი 2014“-მა განახორციელა. მთლიანად ბაღის რეაბილიტაციაზე ბიუჯეტიდან 138 713 ლარი დაიხარჯა. საბავშვო ბაღის შენობა, რომელიც თანამედროვე სტანდარტების დაცვით რეაბილიტირდა, 30 ბავშვზეა გათვლილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0