კახეთში, ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 3500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. სოფელ ვეჯინის, კოლაგის, ბაკურციხისა და კარდენახის ტერიტორიაზე ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან მაგისტრალური არხის ჯამში 7 000 მეტრი სიგრძის მონაკვეთი იწმინდება. გაწმენდითი სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გატარებას უზრუნველყოფს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მორწყვას. სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და დასრულდების ეტაპზეა.
Visited 95 times, 1 visit(s) today